როგორ ხდება შეძენილი ნივთის გადაცვლა?
1. პროდუქტის გაცვლის მოთხოვნის დასაფიქსირებლად, გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთები, დაბრუნება-გადაცვლა", შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს";
2. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ზომაში და ფერში (იგივე ღირებულების), მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე);
3. პროდუქტის გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული;
4. ონლაინ შეძენილი პროდუქციის გაცვლა (მხოლოდ ზომაში და ფერში) შესაძლებელია, როგორც კომპანიის კურიერის საშუალებით, ასევე backstage store ის მაღაზიათა ქსელის კონკრეტულ ფილიალებში:
შეკვეთის გაცვლის წერტილები:
- backstage store. ვასილ ბარნოვის ქუჩა #49, თბილისი
რეგიონიდან, შესაძლებელია ნებისმიერი საკურიერო სერვისით პროდუქციის გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: ვასილ ბარნოვის ქუჩა #49, თბილისი
5. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე, საცურაო კოსტიუმების, თეთრეულის, კოლგოტების, წინდების, ბოდეების დაბრუნება არ არის შესაძლებელი, თუ ნივთი მიწოდებული იყო ჰერმეტული შეფუთვით და ეს შეფუთვა დაზიანებულია/გახსნილია, ან დაზიანებულია/მოხსნილია ჰიგიენური დამცავი სტიკერი. გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდული ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი!
6. კომპანია ცვლის გაყიდულ ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი;
8. თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად;
როგორ ხდება შეძენილი ნივთის დაბრუნება?
პროდუქტის დასაბრუნებლად გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთები, დაბრუნება-გადაცვლა" შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს"; ან მოგვწერეთ შეტყობინება.
დაბრუნება - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
1. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
2. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული.
3. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე, საცურაო კოსტიუმების, თეთრეულის, კოლგოტების, წინდების, ბოდეების დაბრუნება არ არის შესაძლებელი, თუ ნივთი მიწოდებული იყო ჰერმეტული შეფუთვით და ეს შეფუთვა დაზიანებულია/გახსნილია, ან დაზიანებულია/მოხსნილია ჰიგიენური დამცავი სტიკერი. გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდული ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი!
4. თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად.
5. ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნება
ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნება (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები) შესაძლებელია შემდეგი გზებით:
6.1 კურიერის მეშვეობით:
თბილისში: კომპანიის კურიერის მომსახურების საფასური შეადგენს 5 ლარს.
რეგიონებიდან: შესაძლებელია ნებისმიერი საკურიერო სერვისით გამოგზავნა.
მისამართზე: ვასილ ბარნოვის ქუჩა #49, თბილისი
6.2. ფილიალებში:
პროდუქციის დაბრუნება შეგიძლიათ backstage store-ის ქსელის შემდეგ ფილიალებში:
- backstage store. ვასილ ბარნოვის ქუჩა #49, თბილისი
6.3. ფოსტის საშუალებით:
ნებისმიერი ფოსტის სერვისით გამოგზავნა ვასილ ბარნოვის ქუჩა #49, თბილისი
7. პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას, თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე, იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მივიღებთ სერვისცენტრში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).